შეხვედრა ევროკავშირის ოფისში

26 აგვისტო 2021, 17:58 822 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება  და შარლ მიშელის  შეთანხმების დოკუმენტი იყო.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვალდებულებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, ძალაში რჩება და ქვეყნის პარტნიორების პოზიცია არის ის,  რომ „ქართულ ოცნებას“ ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ და ამას მოლაპარაკებები არ სჭირდება.  როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაესვა რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში