აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტურისტული ობიექტების თანამშრომლებს შეხვდნენ.
განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინაციის პროცესის, წარმომავლობისა და უპირატესობის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. თინათინ ზოიძემ მათ სასტუმროს პერსონალს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა