20/20-ის სარჩელი

25 აგვისტო 2021, 20:31 1478 ნახვა

,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.  ითხოვენ  2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდოეფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მე-7 მუხლის ბათილობას . აღნიშნული მუხლის თანახმად - „ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირებისათვის კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი“. როგორც პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს. აღნიშნული ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას საარჩევნო უბნებზე, ხმის დათვლის დროს  იმყოფებოდნენ ისეთი პირები, რომლებსაც დამატებით ზეგავლენის შესაძლებლობა ექნებათ პროცესზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი