ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა საპატიმრო დატოვეს

25 აგვისტო 2021, 14:24 1055 ნახვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა  გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ისინი  დამნაშავედ ცნო, მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს ვადა სწორედ დღეს ამოიწურა.  გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.

გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობდა, რაც  2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ბრალდებულებს  პატიმრობაში ყოფნის 6 თვე სასჯელად ჩაეთვალათ. ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მანამდე კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს მედიის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი