ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან, მათ 6 თვე მიუსაჯეს

25 აგვისტო 2021, 10:39 793 ნახვა

გადაწყვეტილება მიღებულია. ვახო სანაიას საქმეზე სამივე ბრალდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ისინი  დამნაშავედ ცნო, მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს ვადა სწორედ დღეს ამოიწურა , ამიტომ ისინი სავარაუდოდ რამდენიმე საათში გათავისუფლდებიან.  გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობდა, რაც  2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ბრალდებულებს  პატიმრობაში ყოფნის 6 თვე სასჯელად ჩაეთვალათ.

ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მანამდე კი მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს მედიის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი