საქალაქო სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადაც დღეს იწურება

25 აგვისტო 2021, 10:34 738 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაუი, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულები ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე თებერვალში დააკავეს, შესაბამისად, 6 თვიანი პატიმრობის ვადა დღეს იწურება და ისინი დღესვე გათავისუფლდებიან.

ბრალდება მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი