მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება, დროა საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ - შარლ მიშლი 

24 აგვისტო 2021, 12:14 1139 ნახვა

მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც 19 აპრილის შეთანხმებაში არის საუბარი შესრულდება. 

''გაიმართა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. იყო საუბარი რა თქმა უნდ აიმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ საქართველო ერთგულია იმ რეფორმების, რომელზეც 19 აპრილის შეთანხმებაშია საუბარი. ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის შესრულებული. საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება მომავალშიც, რადგან რეფორმების მიმდინარეობა და მისი შესრულება არის პროცესი, ამ პროცესს კი ჩვენ მომავალშიც თანმიმდევრულად გავყვებით'' - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს კიევში, ყირიმის სამიტის მიმდინარეობისას, არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი