უფრო ძლიერი პოზიცია ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა, ყირიმი უკრაინაა -ეს გზავნილები ისმოდა დღეს უკრაინისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სამიტზე, რომლის მიზანიც მსოფლიო დღის წესრიგში უკრაინის საკითხის გააქტიურებაა. სამიტის მონაწილეები თანხმდებიან, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად საერთაშორისო მხარდაჭერაა საჭირო. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმას პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.