ცესკო პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესახებ

23 აგვისტო 2021, 17:10 1636 ნახვა

კარანტინში/თვითიზოლაციაში/ მყოფმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების სურვილი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე უნდა დააფიქსიროს. შესაბამისი დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა, ამასთან 2 ოქტომბრის არჩევნების გამო, სპეციალურ პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფის წევრები და დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებულები არიან 23 სექტემბრის 10:00 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინო სივრცეში გაიარონ.გარდა ამისა, დადგენილების პროექტის მიხედვით, კენჭისყრის წინა დღეს, 1-ელ ოქტომბერს შესაბამისი სპეცჯგუფის წევრები ვალდებულები იქნებიან პისიარ ტესტირება ჩაიტარონ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათი დაწესებულებებში არჩევნების დღეს შეშვება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი