ახალ მთავრობას ნდობას ხვალ გამოუცხადებენ

25 ნოემბერი 2016, 00:00 1842 ნახვა

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა უკვე მოიწვია და ის 12 საათისთვის ჩაინიშნა. მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობის მოსაპოვებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, ასევე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას  არ აპირებენ ნაციონალური მოძრაობაშიც. საპარლამენტო უმრავლესობა კი - არ მალავს, რომ  ახალი სამთავრობო  შემადგენლობით კმაყოფილია.

ამავე კატეგორიაში