ევროპული საქართველოს ბრალდების საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. დღეს გამართულ ბრიფინგზე ვახტანგ კალოიანმა „ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა თქვა, რომ „ოცნების“ შტაბმა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკამები „ბათუმის წყლის“ მანქანით გადაიტანა.
ოპოზიციის წარმომადგენელი ახსენებს მმართველ პარტიას , რომ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება დანაშაულია და ამის შესახებ კრიტიკა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებშიც აისახება.