პანდემიის დაწყებიდან დღეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 74 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი კი კიდევ 4 901-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236-ია საიდანაც 7 ათას 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 927. რეგიონში ბოლო დღე ღამეში დაფიქსირდა 602 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. როგორ უნდა დავაღწიოთ თავი პანდემიას და რაში ხედავენ გამოსავალს მედიკოსები ?