 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „სიბიეს“-თან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.
„პრეზიდენტს სურს, რომ ყველა ამერიკელმა, რომელსაც უნდა ავღანეთის დატოვება, ქვეყნიდან გასვლა უნდა შეძლოს“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
მისივე განცხადებით, ამერიკელების ევაკუაციის პროცესი ბევრ რისკს მოიცავს და ერთ-ერთი მათგანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწფოს“ მხრიდან ავღანეთში ტერაქტების განხორციელების საფრთხეა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            