ბათუმში დაკარგულ შშმ პირს ეძებენ

19 აგვისტო 2021, 19:53 2151 ნახვა

ბათუმში, დაკარგულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეძებენ, რომელიც სახლიდან დღეს დღის საათებში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ვინც ხართ ბათუმში, მათ საყურადღებოდ: დაიკარგა შშმ პირი, ნოდო. გავიდა თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან დღის საათებში და ახლა ყველგან შეიძლება იყოს. ეძებს პოლიციაც. მეც გავდივარ ახლა მანქანით და შევეცდები ნელი სვლით ქუჩები შემოვიარო. ღამდება და მისთვის რთული აღმოჩნდება ქუჩაში დარჩენა, თან უამინდიბაა. თუ არ დაგეზარებათ და მოძებნით ან თუ გადაგეყრებათ სადმე, აუცილებლად შემატყობინეთ", - წერს მაია ჩიტაია.

თუ ვინმე იპოვით ნოდოს დაუკავშირდით პოლიციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში