ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ამ გადაწყვეტილებით კი მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიაჩნია, რომ არსებობს ოლიმპიური ჩემპიონის - მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა.
თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე კი პირველად ისაუბრა ზურაბ ზვიადაურმა და გაიხსენა დეტალები.