დახლები გზის პირას. სოფლის ნატურალურ პროდუქციას მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ადგილას შემოგთავაზებენ. მათი ძირითადი მომხმარებელი მთაში დასასვენებლად ასული სტუმრები არიან და როგორც ამბობენ, პანდემიამაც მყიდველთა სიმცირიანობას გარკვეული კვალი დაატყო, თუმცა საერთო ჯამში სეზონურად დასაქმებულებს, სამუშაოდ ქვეყნის საზღვრებს მიღმა წასვლას, საკუთარ მხარეში მთის ჰაერზე ვაჭრობა ურჩევნიათ.
რძის ნაწარმი, თაფლი, კარტოფილი, მწნილი. ეს პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც გზის პირას დადგმულ დახლებზე შეიძენთ.