ვითარება ავღანეთში

17 აგვისტო 2021, 18:40 1276 ნახვა

საქართველოს მოქალაქეები ისევ ავღანეთში რჩებიან და სამშობლოში  უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ, იმის მიუხედავად, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ წამოსაყვანად თვითმფრინავის გაგზავნა დაანონსა.  ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ჰყვება, რომ  ნატო-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება, სადაც ამ დროისთვის მისი თქმით,  სიმშვიდეა.

მოძრაობა „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა.  იუწყება Sky News Arabia​. საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა აქცია გამართა ქაბულში.  აქციის ვიდეოს ტვიტერზე ავრცელებს ამერიკული ტელეკომპანია NBC.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი