გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის.
საბჭო მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტის გზით არის შესაძლებელი. სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არც "თალიბანმა" და არც რომელიმე სხვა ჯგუფმა ავღანეთში არ უნდა დაუჭიროს მხარი ტერორისტებს.
შეგახსენებთ, დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში "ავღანეთის ისლამური ემირატის" დაარსების შესახებ განაცხადა.