ქაბულიდან საევაკუაციო რეისები განახლდა

17 აგვისტო 2021, 12:03 690 ნახვა

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით დღეს დილიდან ფრენები განახლდა.

როიტერსის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაწმენდილია. შეგახსენებთ, გუშინ ქაბულის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით მოქალაქე მიაწყდა.

შექმნილი ქაოსის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე, რომლებიც თვითმფრინავს გარედან იყვნენ ჩაჭიდებული და აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი