კლინიკებში მოთავსებული პაციენტების 95% აუცრელია - ეკატერინე ტიკარაძე 

17 აგვისტო 2021, 11:31 1345 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ორჯერადად ან ერთჯერადად აცრილი მოქალაქეების მხოლოდ 5% დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. 

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს და ვაქცინაციის პროცესში ჩართვას სთხოვს. 

''ვინაიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა არის აცრილი, მოგვეცა საშუალება დაგვედგინა თუ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი. 

ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში განურჩევლად ვაქცინისა კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2,85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13%. 

დღეს კლინიკაში მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არცერთი ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად ეფექტურია იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვაში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა მოქალაქეს გააქტიურდნენ და  მიიღონ გადაწყვეტილება ჩაერთონ ვაქცინაციაში. ასევე გამოიყენონ პირბადე'' - განაცხადა მინისტრმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი