საწოლფონდთან დაკავშირებით, მდგომარეობა არის საკმაოდ რთული - ეკატერინე ტიკარაძე

17 აგვისტო 2021, 11:24 956 ნახვა

საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალის გარეშე არ დარჩენილა.

„თქვენ იცით, რომ ჩენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია,  რომ დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში, ხოლო დანარჩენი გადიან მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი