აჭარაში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17 აგვისტო 2021, 10:43 1138 ნახვა

17 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 338  პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 930, მძიმე პაციენტია 148, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 17 პირი.

3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში.

44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 349 პირი, აჭარაში - 6 994.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი