ბათუმში, ლერმონტოვის და კომახიძის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთი ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი აზუსტებს.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.