17 წელი საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან.
დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზაზა დამენია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა.