ვითარება ავღანეთში

16 აგვისტო 2021, 17:43 970 ნახვა

ქაბულის აეროპორტში ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა, უცხოური მედიის მიერ ვრცელდება კადრები, სადაც ადგილობრივები ქვეყნის დატოვების მიზნით თვითმფრინავის ბორტზე ძალით ასვლას ცდილობენ, ფაქტს მოჰყვა მსხვერპლი. მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე აეროპორტში სროლის ხმა ისმოდა.

ხალხის ნაკადის შესაჩერებლად აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს. ქაბულის აეროპორტიდან ავღანეთში არსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისა და დამხმარე პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ქვეყნის დატოვებას ასობით მცხოვრებელიც ცდილობს. დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი გასულ დღეს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში