თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტიქიის შედეგად დაშავდა 284 ადამიანი, ხოლო 76 დაკარგულად ითვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.