რეგულაციების დარღვევისთვის, აჭარაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა, დაილუქა ათამდე ობიექტი.
აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნესობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.