ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა განაჩენის გამოტანა 25 აგვისტოსთვის გადადო. დღეს პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათს გაგრძელდა.
ვახო სანაიას თქმით, მოსამართლეს შეეძლო განაჩენი დღესვე გამოეცხადებინა, თუმცა ასე განზრახ არ მოიქცა. სანაია ფიქრობს, რომ წარმოუდგენელია, ამდენი პროცესის და ყველა მტკიცებულების წარდგენის შემდეგ მოსამართლემ არ იცოდეს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა ის ხელისუფლებისგან არაფერს გამორიცხავს.