სიტუაცია სტაბილურად მძიმეა, იმედია გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით ეპიდვითარება დასტაბილურდება - ეკატერინე ტიკარაძე

13 აგვისტო 2021, 12:10 1403 ნახვა

ეპიდვითარების გაცნობის მიზნით ჯანდაცვის მინისიტრი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქედაში "ფაიზერის" და "სინოფარმის" ვაქინიაზე ბოლო პერიოდში ქედაში მომართვიანობა გაიზარდა..

მისივე განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა და მათი მიმართვიანობა იყვეს უწყვეტი.

მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში სტაბილურად მძიმე სიტუაციაა. თუმცა მისივე განცხადებით, იმედია გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით, შემდეგი ორი კვირის მანძილზე შესაძლებელი გახდება სიტუაციის დასტაბილურება.

"ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მთავარია, მივიღოთ დროული გადაწყვეტილება, გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა და ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა იქნება, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ყველა ვაქცინაზე. ეს მარაგი დღეს ქვეყანას აქვს.

საქართველოს მასშტაბით  გვაქვს კრიტიკული პრობლემები საწოლფონდთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენ შევხვდით ბათუმში ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეკეთებინა დამატებითი რესურსის მობილიზება, რომელიც იძლეოდა საშუალებას გვემართა სხვა ტიპის სომატური პაციენტების უსაფრთხოდ მკურნალობაც. ეს პრობლემა მომდევნო დღეების განმავლობაშიც სავარაუდოდ შენარჩუნდება.

სხვა ქალაქებში პაციენტების გადაყვანის პრობლემაც, მომდევნო დღეებში, დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რეგიონებშიც რთული სიტუაციაა"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აჭარაში ექიმების პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა არ არის საფუძვლიანი, ვინაიდან ჰოსპიტალური ქსელი ყველაზე კარგად განვითარებულია და ექიმებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი