მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 206 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტრსი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.34 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 185 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 37.2 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 32.1 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.