იაპონიაში გადაუღებელი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს

13 აგვისტო 2021, 11:52 515 ნახვა

გადაუღებელი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს იაპონიაში. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წყალდიდობის რისკი განსაკუთრებით მაღალია ჰიროშიმას პრეფექტურაში. მანამდე იაპონიის მთავრობამ მოსალოდნელი სტიქიის გამო ნაგასაკის პრეფექტურაში მცხოვრებ ასობით ათასს მოქალაქეს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ამუშავდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი. სინოპტიკოსების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმები იაპონიაში სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი