ახალი ზელანდიის საზღვრები წლის ბოლომდე დაკეტილი იქნება

12 აგვისტო 2021, 18:01 740 ნახვა

ახალი ზელანდიის საზღვრები  წლის ბოლომდე დახურული დარჩება.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ჯასინდა არდერნმა განაცხადა. მისი თქმით,  საზღვრების სრულად გახსნისთვის ქვეყანა ჯერ კიდევ  მზად არ არის. ახალი ზელანდია 2022 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ქვეყნებიდან ჩასული ვაქცინირებული მოქალაქეების კარანტინის გავლის გარეშე შეშვებას გეგმავს.

მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულ ან არავაქცინირებულ მოქალაქეებს კი 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის ვაქცინაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი