 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 205 მილიონს გადააჭარბა. ვოლდმეტრსის სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 184 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 37 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 32 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            