დღეიდან ავიაკომპანია Fly Jordan-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს

12 აგვისტო 2021, 10:11 625 ნახვა

დღეიდან, 12 აგვისტოდან, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan (Solitaire Air) განაახლებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ამანი - ბათუმი - ამანის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ავიარეისები ამანსა და ბათუმს შორის 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Fly Jordan-ს აღნიშნული მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიენიჭა. იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში