ლატვია-ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

11 აგვისტო 2021, 13:50 892 ნახვა

მიგრანტთა ნაკადის გამო  ლატვიის მთავრობამ ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  საგანგებო მდგომარეობა 11 აგვისტოდან 10 ნოემბრამდე იმოქმედებს.  

ლატვიელი მესაზღვრე უფლებამოსილია გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული პროცედურები და საშუალებები, რათა შეაფერხოს მოქალაქეების საზღვარზე გადასვლა. მესაზღვრეებს ასევე აქვთ უფლება გამოიყენონ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში