გერმანიის პოლიციამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა. იგი ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მუშაობს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ის რუსეთის სპეცსამსახურებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ინფორმაციას გასული წლის ნოემბრის შემდეგ აწვდიდა. ამჟამად მიმდინარეობს ეჭვმიტანილის სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა.