დაჯარიმებული ობიექტები

11 აგვისტო 2021, 14:20 4152 ნახვა

დაჯარიმებული სარიტუალო დარბაზების მფლობელები აცხადებენ, რომ სანქცია მათ წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გატარდა.

ღონისძიებების ორგანიზატორების ინფორმაციით, დაგეგმილი ქორწილის ჩაშლა შეუძლებელია და ისინი მიცემულ პირობას ერთი დღით ადრე ვერ გააუქმებდნენ, მომდევნო დღეებში ჩანიშნული  შეკვეთები კი გააუქმეს.

რეგულაციების დარღვევის გამო  აკრძალული საქმიანობის ფაქტზე შრომის ინსპექციამ აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი