თურქეთის ხელისუფლება - 275 ტყის ხანძრიდან 274 გაკონტროლებულია

11 აგვისტო 2021, 11:58 795 ნახვა

თურქეთში 274 ტყის ხანძარი გაკონტროლებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები მუღლის პროვინციაში ერთი ხანძრის კერის წინააღმდეგ, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი უკვე 14 დღეა ებრძვის მასიურ ხანძრებს.

ცხელი, ქარიანი და მშრალი ამინდის გამო ქვეყნის 53 პროვინციაში სულ 275 ხანძარი გაჩნდა.

მინისტრმა განმარტა, რომ მუღლის პროვინციაში დარჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ოპერაციით გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში