ჩინეთის ქალაქ უჰანში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანიდან კოვიდინფიცირებული მხოლოდ 78 აღმოჩნდა. ქალაქის მოსახლეობის კოვიდ-19-ზე ტესტირება გასულ სამშაბათს დაიწყო და შაბათს უკვე საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი. 37 სიმპტომური შემთხვევის გარდა ექიმებმა 41 უსიმპტომო პაციენტიც გამოავლინეს. ტესტირება მხოლოდ 6 წელს ქვემოთ ბავშვებს არ ჩაუტარდათ.
ჩინეთში ბოლო პერიოდში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რასაც დელტა ვარიანტს უკავშირებენ. ქვეყანაში მოქალაქეთა 60%-ზე მეტი აცრილია. ჩინური კომპანია "სინოფარმი" აცხადებს, რომ მისი ვაქცინა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 68%-ით ეფექტურია.