ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, რომ ქვეყანამ ინფექციის შეკავება მოახერხოს.
''არ დავმალავ და ვიტყვი, დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე კამათი, რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, საჭირო, უფრო გონივრული ან დროული. დღეს ნებისმიერი რეგულაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგულაციის დაწესების მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არა მხოლოდ მინისტრისთვის, არის ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება.
თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია. ეს არ იქნება 80-90 პროცენტიანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება, ჰქონდეს დაახლოებით 20 პროცენტიანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.