 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 204 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვორლდმეტრსი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 183 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 36.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.9 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            