თურქეთში ტყის ხანძრის მხოლოდ ორ კერას ვერ აკონტროლებენ

09 აგვისტო 2021, 17:38 1372 ნახვა

თურქეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ლიკვიდირებულია ტყის ხანძრის ყველა კერა, გარდა ორისა - მილასსა და კოიჯეგიზში.   ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, ბოლო 12 დღის განმავლობაში, ქვეყნის 47 პროვინციაში 234 ხანძრის კერა ჩააქრეს.

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულია რვა ადამიანი, დაშავებულია 864, დაზიანებულია თითქმის სამი ათასამდე სახლი. გასული თვე თურქეთში 1971 წლის შემდეგ მეორე ყველაზე ცხელი ივლისი იყო.  პირველი 2000 წელს დაფიქსირდა. 

ექსპერტები  ტემპერატურის ზრდის ძირითად  ფაქტორებად  მეგაპოლისების დაუგეგმავ ზრდას, დიდ ქალაქებში მიგრაციასა და პროვინციებში შენობების სწრაფ მშენებლობას ასახელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი