მსახიობი ნინო საკანდელიძე გარდაიცვალა

08 აგვისტო 2021, 20:00 1773 ნახვა

91 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი,  მსახიობი ნინო საკანდელიძე გარდაიცვალა. იგი 1955 წლიდან  ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს არაერთი როლი.

გადაღებულია ფილმებში „ზღვის შვილები", "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ", "თეთრი ქვები". საქართველოს სახალხო  არტისტს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და  პრემია. კადრები, რომელსაც ახლა ეთერში ხედავთ გასულ წელს მისი 90 წლის იუბილეზეა გადაღებული და ჩვენს არქივში ინახება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი