საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა შავ ზღვაში კომბინირებული სწავლება გამართეს. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფიც იყო ჩართული.
ერთობლივი სწავლება მიზნად საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა.