''საქართველოს ექიმთა საზოგადოების“ ღია წერილი

07 აგვისტო 2021, 12:17 2719 ნახვა

„საქართველოს ექიმთა საზოგადოება“ ხელისუფლებასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართავს, აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები, რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და მოქალაქეები ბოლო 72 საათში ჩატარებული PSR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი.

შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ შეზღუდვები. ჩამოყალიბდეს ბრიგადები 3-4 დღეში ერთხელ ან/და საჭიროების მიხედვით ბინაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობა შეაფასონ. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმებს, ისევე როგორც ოჯახის ექიმებს, ჩაუტარდეთ რეგულარული ტრენინგები/ვებინარები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას. არავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება. დოკუმენტს ხელს 5 600 მედიკოსი აწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი