სად შეძლებენ ვაქცინირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ცნობის მიღებას

06 აგვისტო 2021, 16:53 759 ნახვა

საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა საჭიროა დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

''აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი