 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            თურქეთში, მანისას პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სტამბოლი-იზმირის გზატკეცილზე მანისას პროვინციის სომას რაიონში მოხდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            