ნიდერლანდებმა საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა

06 აგვისტო 2021, 11:47 1186 ნახვა

ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი.

,,ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - კოვიდ-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი