ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი თავისუფალია

05 აგვისტო 2021, 18:14 765 ნახვა

„მძიმე მოულოდნელობა და დანაშაულის წაქეზება“ - ასე აფასებენ მარიანა ჩოლოიანის ვადამდე  გათავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ   უდოს  კომისიამ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად და მოზარდის ოჯახის ინტერების უგულებელყოფით მიიღო. თვლიან, რომ საქმე არ არის ობიექტურად გამოძიებული, სახელწიფო კი აქეზებს იმ სამართალდამცავებს, რომლებიც სჩადიან დანაშაულს.  ადვოკატი, რომელიც  მარიანა ჩოლოიანის  ინტერესებს იცავს  განმარტავს, რომ გათავისუფლების საფუძველი პატიმრობის პერიოდში მსჯავრდებულის კარგად მოქცევა გახდა.   განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სადაც წერია რომ უდოს გადაწყვეტილების შესახებ მარიანა ჩოლოიანის  ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამსახურისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. 2020 წელს  15 წლის ლუკა სირაძის  გარდაცვალების საქმმეზე გამომძიებელი ჩვენების იძულების მუხლით გასამართლდა და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მან საპატიმროში მხოლოდ წელიწადი და ნახევარი გაატარა.  ლუკა სირაძის ოჯახიც და საიაც  ამტკიცებდა, რომ მოზარდზე საგამოძიებო განყოფილებაში  ფისიქოლოგიურად იძალადა მარიანა ჩოლოიანმა და კიდევ სამმა პოლიციელმა,  რის შემდეგაც მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში