ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.0%-მდე გაზარდა

04 აგვისტო 2021, 15:03 1308 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 10%-მდე გაზარდა. ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მიზეზად, საქართველოში ივლისის წლიური ინფლაციის მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი სახელდება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, 140 100 მომხმარებელს, რომელთა სესხი რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულია  საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება.

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალურ გამოწვევად იქცა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა.

„ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელი ფაქტორები ძირითადად ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელია. მათგან მთავარი მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასებმა, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი